Friday, October 31, 2014
რეფლექსია. ტრენინგის დღე 4
მეოთხე დღე უფრო საინტერესო გამოდგა. ვიმუშავეთ გეგმაზე, D დისკიდან გადმოვიტანეთ საქაღალდეები drive-ში, ვისწავლეთ სხვადასხვა ტექნიკური მხარეები, რომლებიც გამოგვადგება შემდგომ მუშაობაში.ასევე ვიმუშავეთ მოდული 2-ზე, გადავხედეთ პროექტებსაც.
Saturday, October 25, 2014
რეფლექსია. ტრენინგის მესამე დღე
დღევანდელი დღე ძალზედ საინტერესო იყო. გავეცანით საკვანძო კითხვებს, ბლუმის ახალ მოდულს, ასევე პროექტის გეგმის მოდელს. გადავხედეთ უკვე გაკეთებულ გეგმებს, ვნახეთ სტანდარტები ეროვნულ სასწავლო გეგმაში და გავეცანით შეფასების მეთოდებს.საინტერესო და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კომპიუტერზე მუშაობის ტექნიკური რჩევები. დათო ყოველთვის მზად არის კარგი რჩევები მოგვცეს და რაც შეიძლება მეტი გვასწავლოს. ასე რომ საკმაოდ დატვირთული დღე გვქონდა და ნაყოფიერი. დავალებად მოგვეცა მოგვეფიქრებინა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ჩვენი პროექტისთვის.
Sunday, October 19, 2014
რეფლექსია
ორი დღეა ვისმენ ინტელის კურსის ტრენინგებს. გავეცანი პირველ და მეორე მოდულს. მასალა მართლაც საინტერესოა. უამრავი რესურსია მოცემული, რასაც გამოვიყენებ შემდგომში. რაც შეეხება თეორიულ მასალას გზამკვლევში, ვფიქრობ გადატვირთულია და მსმენელში შიშის გრძნობას იწვევს.ხომ არ აჯობებდა უფრო მარტივი გზებით მოგეწოდებინათ მასალა.
Subscribe to:
Posts (Atom)