Saturday, November 15, 2014

რეფლექსია. დღე მეექვსე

   Power point-ში ავტვირთე მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში. ეს საშინაო დავალება იყო. შემდეგ დათომ გვასწავლა ამ პროგრამში სხვადასხვა საჭირო ნიუანსები. ვიმშავეთ დრაივში და თანდათან სისრულში მოგვყავს ჩვენი სატრენინგო მასალები. დათომ გვასწავლა ბარათების დამზადება. სწორედ მე დამჭირდება გზამკვლევის გასაკეთებლად. საინტერესოა. მე ვფიქრობ, ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოეწონებათ.აუცილებლად ვასწავლი მაღალი კლასის მოსწავლეებს და გავაკეთებინებ გზამკვლევს. იმედია, ეს უფრო გაახალისებს ჩემს მოსწავლეებს.

Friday, November 7, 2014

რეფლექსია. მეხუთე დღე

ტრენინგი უფრო საინტერესო ფაზაში შევიდა.მადლობა დათოს ამდენ ყურადღებას რომ გვაქცევს და არცერთ ჩვენს შეკითხვას უპასუხოდ არ ტოვებს.გაგვიმართლა ტრენერში.

Friday, October 31, 2014

რეფლექსია. ტრენინგის დღე 4

მეოთხე დღე უფრო საინტერესო გამოდგა. ვიმუშავეთ გეგმაზე, D დისკიდან გადმოვიტანეთ საქაღალდეები drive-ში, ვისწავლეთ სხვადასხვა ტექნიკური მხარეები, რომლებიც გამოგვადგება შემდგომ მუშაობაში.ასევე ვიმუშავეთ მოდული 2-ზე, გადავხედეთ პროექტებსაც.

Saturday, October 25, 2014

რეფლექსია. ტრენინგის მესამე დღე

დღევანდელი დღე ძალზედ საინტერესო იყო. გავეცანით საკვანძო კითხვებს, ბლუმის ახალ მოდულს, ასევე პროექტის გეგმის მოდელს. გადავხედეთ უკვე გაკეთებულ გეგმებს, ვნახეთ სტანდარტები ეროვნულ სასწავლო გეგმაში და გავეცანით შეფასების მეთოდებს.საინტერესო და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კომპიუტერზე მუშაობის ტექნიკური რჩევები. დათო ყოველთვის მზად არის კარგი რჩევები მოგვცეს და რაც შეიძლება მეტი გვასწავლოს. ასე რომ საკმაოდ დატვირთული დღე გვქონდა და ნაყოფიერი. დავალებად მოგვეცა მოგვეფიქრებინა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ჩვენი პროექტისთვის.

ტრენინგის "ინტელის კურსი"-ს მსმენელების ბლოგები

ტრენინგის მონაწილეთა ბლოგები:

Sunday, October 19, 2014

რეფლექსია

  ორი დღეა ვისმენ ინტელის კურსის ტრენინგებს. გავეცანი პირველ და მეორე მოდულს. მასალა მართლაც საინტერესოა. უამრავი რესურსია მოცემული, რასაც გამოვიყენებ  შემდგომში. რაც შეეხება თეორიულ მასალას გზამკვლევში, ვფიქრობ გადატვირთულია და მსმენელში შიშის გრძნობას იწვევს.ხომ არ აჯობებდა უფრო მარტივი გზებით მოგეწოდებინათ მასალა.